რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / კლასიკური შოკოლადის შვრიის პეჩენია გამოცხობის გარეშე - სწრაფი და გემრიელი!
კლასიკური შოკოლადის შვრიის პეჩენია გამოცხობის გარეშე - სწრაფი და გემრიელი!

ინგრედიენტები:

სწრაფი მომზადების გერკულესი - 3 ჭიქა

შაქარი - 1,5 ჭიქა

რძე - 0,5 ჭიქა

კაკაოს ფხვნილი - 1/3 ჭიქა

კარაქი - 160 გ

ვანილი

მარილი - მწიკვი

 

მომზადება:

1.     ფორმას დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.

2.     დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე გადაურიეთ ერთმანეთში შაქარი, რძე, კაკაო და კარაქი.

3.     ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში.

4.     დაამატეთ გერკულესი, ვანილი და მარილი. კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე.

5.     სადილის კოვზით დადეთ ცომი პერგამენტის ქაღალდზე.

6.     შედგით მაცივარში შესასქელებლად.

7.     შეინახეთ მაცივარში ჰერმეტიურ კონტეინერში 7-10 დღის განმავლობაში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა