ინგრედიენტები:
სწრაფი მომზადების გერკულესი - 3 ჭიქა
შაქარი - 1,5 ჭიქა
რძე - 0,5 ჭიქა
კაკაოს ფხვნილი - 1/3 ჭიქა
კარაქი - 160 გ
ვანილი
მარილი - მწიკვი
მომზადება:
1. ფორმას დააფარეთ პერგამენტის ქაღალდი.
2. დიდ ქვაბში საშუალო ცეცხლზე გადაურიეთ ერთმანეთში შაქარი, რძე, კაკაო და კარაქი.
3. ნარევი მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 3-4 წუთის განმავლობაში.
4. დაამატეთ გერკულესი, ვანილი და მარილი. კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე.
5. სადილის კოვზით დადეთ ცომი პერგამენტის ქაღალდზე.
6. შედგით მაცივარში შესასქელებლად.
7. შეინახეთ მაცივარში ჰერმეტიურ კონტეინერში 7-10 დღის განმავლობაში.