ინგრედიენტები:
კარტოფილი- 500 გ
ნიორი - 10 კბილი
ვაშლის ძმარი - 3 ს.კ.
მზესუმზირის ზეთი - 100 მლ
წიწაკა - გემოვნებით
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ჩხირებად.
წიწაკა დაჭერით რგოლებად. ნიორი მსხვილად დაჭერით. ღრმა ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ტაფაში დაამატეთ ნიორი, ნახევარი წუთის შემდეგ კი - კარტოფილი. ხშირად მოურიეთ!
ერთი წუთის შემდეგ დაამატეთ ძმარი და მარილი, შეწვით 40 წამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ წიწაკა და აურიეთ, ერთი წუთის შემდეგ გადმოდგით. წიწაკის რაოდენობა შეიძლება დაარეგულიროთ.
გემრიელად მიირთვით!