Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=802 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/802 0 კარტოფილი ჩინურად - მზადდება მომენტარულად, გემო კი არასოდეს დაგავიწყდებათ! 2016-11-21 00:00:00 2016-11-21 00:00:00

ინგრედიენტები:

კარტოფილი- 500 გ

ნიორი - 10 კბილი

ვაშლის ძმარი - 3 ს.კ.

მზესუმზირის ზეთი - 100 მლ

წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

მომზადება:

კარტოფილი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ჩხირებად.

წიწაკა დაჭერით რგოლებად. ნიორი მსხვილად დაჭერით. ღრმა ტაფაში ძლიერ ცეცხლზე გააცხელეთ ზეთი. ტაფაში დაამატეთ ნიორი, ნახევარი წუთის შემდეგ კი - კარტოფილი. ხშირად მოურიეთ!

ერთი წუთის შემდეგ დაამატეთ ძმარი და მარილი, შეწვით 40 წამის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ წიწაკა და აურიეთ, ერთი წუთის შემდეგ გადმოდგით. წიწაკის რაოდენობა შეიძლება დაარეგულიროთ.

გემრიელად მიირთვით!