რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / კიფლიკები - გემრიელი და მოსამზადებლად მარტივი ნამცხვარი შაქრის პუდრში და ტკბილი შიგთავსით
კიფლიკები - გემრიელი და მოსამზადებლად მარტივი ნამცხვარი შაქრის პუდრში და ტკბილი შიგთავსით

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გ

კარაქი - 250 გ

არაჟანი - 150 გ

შაქრის პუდრი ვანილის შაქრით - მოსაყრელად

ნებისმიერი ჯემი

 

მომზადება:

გაცრილ ფქვილში დაამატეთ ცივი კარაქი და დაჩეხეთ დანით. გასრისეთ ნაფხვენში და დაამატეთ არაჟანი. მოზილეთ ერთგვაროვანი და რბილი ცომი. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით ან, უფრო უკეთესია, მთელი ღამით. 

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით 2-3 ნაწილად. გააბრტყელეთ 3 მმ სისქის მართკუთხედ ფენებად. დაჭერით 7x7 ზომის კვადრეტებად, შუაში ჩადეთ ჯემი, დაახვიეთ სიგრძეზე და თითებით მოუჭირეთ ბოლოებში.  გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. მომზადებულ ნამცხვარს დააყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა