Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=796 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/796 0 კიფლიკები - გემრიელი და მოსამზადებლად მარტივი ნამცხვარი შაქრის პუდრში და ტკბილი შიგთავსით 2016-11-17 00:00:00 2016-11-17 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 500 გ

კარაქი - 250 გ

არაჟანი - 150 გ

შაქრის პუდრი ვანილის შაქრით - მოსაყრელად

ნებისმიერი ჯემი

მომზადება:

გაცრილ ფქვილში დაამატეთ ცივი კარაქი და დაჩეხეთ დანით. გასრისეთ ნაფხვენში და დაამატეთ არაჟანი. მოზილეთ ერთგვაროვანი და რბილი ცომი. გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედეთ მაცივარში 1 საათით ან, უფრო უკეთესია, მთელი ღამით.

გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და გაყავით 2-3 ნაწილად. გააბრტყელეთ 3 მმ სისქის მართკუთხედ ფენებად. დაჭერით 7x7 ზომის კვადრეტებად, შუაში ჩადეთ ჯემი, დაახვიეთ სიგრძეზე და თითებით მოუჭირეთ ბოლოებში. გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. მომზადებულ ნამცხვარს დააყარეთ შაქრის პუდრი.

გემრიელად მიირთვით!