რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ყველის ბურთულები ნივრით
ყველის ბურთულები ნივრით

ინგრედიენტები:

მაგარი ყველი - 200 გ

კვერცხი - 3 ც

ნიორი - 2-3 კბილი

ფქვილი - 1-2 ს.კ.

ზეთი - შესაწვავად

მარილი, პილპილი

 

მომზადება:

1.     ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.

2.     დააყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.

3.     ნიორი წვრილად დაჭერით და დაამატეთ ყველის ნაზავში. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ მაგარი ცომი (თუ ფქვილი არასაკმარისი იქნება, ცოტათი დაამატეთ).

4.     ცომისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები და ამოავლეთ ფქვილში.

5.     ბურთულები დააწყეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან ზეთის დიდ რაოდენობაში. როცა შეიწვება, გადმოიღეთ და დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.

6.     ყველის ბურთულები მზად არის. დააწყეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა