ინგრედიენტები:
მაგარი ყველი - 200 გ
კვერცხი - 3 ც
ნიორი - 2-3 კბილი
ფქვილი - 1-2 ს.კ.
ზეთი - შესაწვავად
მარილი, პილპილი
მომზადება:
1. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე.
2. დააყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.
3. ნიორი წვრილად დაჭერით და დაამატეთ ყველის ნაზავში. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ მაგარი ცომი (თუ ფქვილი არასაკმარისი იქნება, ცოტათი დაამატეთ).
4. ცომისგან გააკეთეთ საშუალო ზომის ბურთულები და ამოავლეთ ფქვილში.
5. ბურთულები დააწყეთ წინასწარ გახურებულ ტაფაზე და შეწვით ორივე მხრიდან ზეთის დიდ რაოდენობაში. როცა შეიწვება, გადმოიღეთ და დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოცილდეს ზედმეტი ცხიმი.
6. ყველის ბურთულები მზად არის. დააწყეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან.