რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სახლში მომზადებული „ნუტელა“
სახლში მომზადებული „ნუტელა“

ინგრედიენტები:

რძე - 1 ჭიქა

ფქვილი - 1,5 ს.კ.

შაქარი - 1 ჭიქა

კაკაო - 2 ს.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

გატარებული ნიგოზი - 3 ს.კ.

 

მომზადება:

1.     აადუღეთ რძე კარაქთან ერთად.

2.     ცალკე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, კაკაო და შაქარი.

3.     მუდმივი მორევით თანდათან დაამატეთ მიღებული ნაზავი რძეში.

4.     დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 10-12 წუთის განმავლობაში.

5.     გააგრილეთ, დაამატეთ გატარებული ნიგოზი და შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა