Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=771 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/771 0 სახლში მომზადებული „ნუტელა“ 2016-11-08 00:00:00 2016-11-08 00:00:00

ინგრედიენტები:

რძე - 1 ჭიქა

ფქვილი - 1,5 ს.კ.

შაქარი - 1 ჭიქა

კაკაო - 2 ს.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

გატარებული ნიგოზი - 3 ს.კ.

მომზადება:

1. აადუღეთ რძე კარაქთან ერთად.

2. ცალკე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, კაკაო და შაქარი.

3. მუდმივი მორევით თანდათან დაამატეთ მიღებული ნაზავი რძეში.

4. დადგით ნელ ცეცხლზე, მიიყვანეთ დუღილამდე და ადუღეთ 10-12 წუთის განმავლობაში.

5. გააგრილეთ, დაამატეთ გატარებული ნიგოზი და შედგით მაცივარში.

გემრიელად მიირთვით!