რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / შოკოლადის ჩოკო-პანქეიქი საუზმისთვის
შოკოლადის ჩოკო-პანქეიქი საუზმისთვის

ინგრედიენტები:

ფქვილი - 2 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

შაქარი - 2-3 ს.კ.

მარილი - 1 ჩ.კ.

კაკაო - 3-4 ს.კ.

რძე - 2 ჭიქა

სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.

მცენარეული ზეთი - ¼ ჭიქა

 

მომზადება:

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან სქელი ქაფის მიღებამდე.  დაამატეთ ჭიქა რძე, კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე, ფქვილი, კაკაო. ათქვიფეთ. დაამატეთ ზეთი, სოდა და აურიეთ. დატოვეთ ცომი 5-10 წუთით. 

ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე. სადილის კოვზით ამოიღეთ ცომი და დააწყეთ ტაფაზე. როგორც კი გაჩნდება და დაიწყებენ დასკდომას ბუშტები - გადააბრუნეთ და შებრაწეთ მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა