ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა
კვერცხი - 2 ც.
შაქარი - 2-3 ს.კ.
მარილი - 1 ჩ.კ.
კაკაო - 3-4 ს.კ.
რძე - 2 ჭიქა
სოდა ძმრით - 1 ჩ.კ.
მცენარეული ზეთი - ¼ ჭიქა
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და მარილთან სქელი ქაფის მიღებამდე. დაამატეთ ჭიქა რძე, კარგად ათქვიფეთ, თანდათან დაამატეთ ფქვილი. შემდეგ დაამატეთ დარჩენილი რძე, ფქვილი, კაკაო. ათქვიფეთ. დაამატეთ ზეთი, სოდა და აურიეთ. დატოვეთ ცომი 5-10 წუთით.
ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე. სადილის კოვზით ამოიღეთ ცომი და დააწყეთ ტაფაზე. როგორც კი გაჩნდება და დაიწყებენ დასკდომას ბუშტები - გადააბრუნეთ და შებრაწეთ მზადყოფნამდე.
გემრიელად მიირთვით!