რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / ხორცით ფარშირებული კარტოფილი საწებელით
ხორცით ფარშირებული კარტოფილი საწებელით

ინგრედიენტები:

კარტოფილი (ერთი ზომის) - 1 კგ

ხორცის ფარში - 300 გ

ხახვი - 2 ც.

სტაფილო - 100 გ

ტომატის პასტა - 1  ს.კ.

ნიორი

ზეთი

მწვანილი

 

მომზადება:

დანისა და ჩაის კოვზის დახმარებით, კარტოფილს ამოაჭერით გული. ძირი მოაჭერით, რომ კარტოფილი არ წაიქცეს.    

ხორცის ფარშში დაამატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. კარგად აურიეთ და შეავსეთ კარტოფილები. შემდეგ კარტოფილები მჭიდროდ ჩააწყეთ ღრმა ტაფაში, დაამატეთ ნახევრამდე მარილიანი წყალი და ხარშეთ ნახევრად მზადყოფნამდე. 

საწებელისთვის: ზეთზე მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, დაამატეთ ტომატის პასტა, ცოტაოდენი წყალი, მარილი და გადაიღეთ ტაფაში, სადაც კარტოფილია. მოშუშეთ მზადყოფნამდე. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა