ინგრედიენტები:
კარტოფილი (ერთი ზომის) - 1 კგ
ხორცის ფარში - 300 გ
ხახვი - 2 ც.
სტაფილო - 100 გ
ტომატის პასტა - 1 ს.კ.
ნიორი
ზეთი
მწვანილი
მომზადება:
დანისა და ჩაის კოვზის დახმარებით, კარტოფილს ამოაჭერით გული. ძირი მოაჭერით, რომ კარტოფილი არ წაიქცეს.
ხორცის ფარშში დაამატეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი. კარგად აურიეთ და შეავსეთ კარტოფილები. შემდეგ კარტოფილები მჭიდროდ ჩააწყეთ ღრმა ტაფაში, დაამატეთ ნახევრამდე მარილიანი წყალი და ხარშეთ ნახევრად მზადყოფნამდე.
საწებელისთვის: ზეთზე მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, დაამატეთ ტომატის პასტა, ცოტაოდენი წყალი, მარილი და გადაიღეთ ტაფაში, სადაც კარტოფილია. მოშუშეთ მზადყოფნამდე. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
გემრიელად მიირთვით!