რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ვაშლის უგემრიელესი პეროგი ნიგვზის და კარამელის მინანქარით
ვაშლის უგემრიელესი პეროგი ნიგვზის და კარამელის მინანქარით

ინგრედიენტები:

მცენარეული ზეთი - 1 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კვერცხი - 3 ც.

ფქვილი - 3 ჭიქა

სოდა - 1 ჩ.კ.

ვანილის შაქარი - 1 პაკეტი

დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა

დაჭრილი ვაშლი - 3 ჭიქა

 

მომზადება:

ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. აურიეთ ერთმანეთში ზეთი, კვერცხი და შაქარი. დაამატეთ ფქვილი, სოდა, ვანილი, ნიგოზი და ვაშლი. გადაიღეთ ფორმაში და გამოაცხეთ 45-50 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ 2 საათის განმავლობაში და შემდეგ მოასხით კარამელის მინანქარი.

 

მინანქარი:

კარაქი - 0,5 ჭიქა

ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა

სგუშჩონი - 0,25 ჭიქა

ვანილის შაქარი - 0,25 ჩ.კ.

მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დადგით ქვაბი ჯამში გაყინული წყლით და კარგად ათქვიფეთ. წაუსვით პეროგის ზედაპირს.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა