ინგრედიენტები:
მცენარეული ზეთი - 1 ჭიქა
შაქარი - 2 ჭიქა
კვერცხი - 3 ც.
ფქვილი - 3 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ.
ვანილის შაქარი - 1 პაკეტი
დაჭრილი ნიგოზი - 1 ჭიქა
დაჭრილი ვაშლი - 3 ჭიქა
მომზადება:
ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუსამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი. აურიეთ ერთმანეთში ზეთი, კვერცხი და შაქარი. დაამატეთ ფქვილი, სოდა, ვანილი, ნიგოზი და ვაშლი. გადაიღეთ ფორმაში და გამოაცხეთ 45-50 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ 2 საათის განმავლობაში და შემდეგ მოასხით კარამელის მინანქარი.
მინანქარი:
კარაქი - 0,5 ჭიქა
ყავისფერი შაქარი - 1 ჭიქა
სგუშჩონი - 0,25 ჭიქა
ვანილის შაქარი - 0,25 ჩ.კ.
მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი ქვაბში 2 წუთის განმავლობაში. შემდეგ დადგით ქვაბი ჯამში გაყინული წყლით და კარგად ათქვიფეთ. წაუსვით პეროგის ზედაპირს.
გემრიელად მიირთვით!