რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / თაფლის ნამცხვარი კეფირზე
თაფლის ნამცხვარი კეფირზე

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 2 ჭიქა

კეფირი - 2 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

თაფლი - 2 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

 

კრემისთვის:

არაჟანი 20-25%  - 1 ლ

შაქარი - 0,5 ჭიქა

თითო-თითო მუჭა ქიშმიში, კურაგა და შავი ქლიავის ჩირი

მოხალული ნუში - 150 გ

 

მომზადება:

გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, კვერცხი, კეფირი, გათხელებული თაფლი და სოდა. ათქვიფეთ მიქსერით. გაყავით ცომი 2 ნაწილად. გამოაცხეთ ორი კვერი. გააციეთ და თითოეული გაჭერით გასწვრივ 2 ნაწილად. სულ გამოვა ბისკვიტის 4 ფენა. 

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ შავი ქლიავის ჩირი, კურაგა და ქიშმიში. აურიეთ.   

დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში.                               

კრემისთვის აურიეთ არაჟანი შაქართან და ათქვიფეთ. შაქარი შეიძლება შეცვალოთ შაქრის პუდრით, არაჟანი კი ნაკლები აიღოთ. გაგრილებულ ფენებს წაუსვით კრემი და მოაყარეთ გატარებული ჩირი და ნუში. ასევე კრემი გადაუსვით გვერდებზეც. ბისკვიტის კრემით უკეთესი შეწოვისთვის, რამდენიმე საათით დადგით ცივ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა