Gurmania.ge Gurmania.ge 2025-11-28 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=731 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/731 0 თაფლის ნამცხვარი კეფირზე 2016-10-21 00:00:00 2016-10-21 00:00:00

ინგრედიენტები:

ცომისთვის:

ფქვილი - 2 ჭიქა

კეფირი - 2 ჭიქა

შაქარი - 2 ჭიქა

კვერცხი - 2 ც.

თაფლი - 2 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

კრემისთვის:

არაჟანი 20-25% - 1 ლ

შაქარი - 0,5 ჭიქა

თითო-თითო მუჭა ქიშმიში, კურაგა და შავი ქლიავის ჩირი

მოხალული ნუში - 150 გ

მომზადება:

გადაურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შაქარი, კვერცხი, კეფირი, გათხელებული თაფლი და სოდა. ათქვიფეთ მიქსერით. გაყავით ცომი 2 ნაწილად. გამოაცხეთ ორი კვერი. გააციეთ და თითოეული გაჭერით გასწვრივ 2 ნაწილად. სულ გამოვა ბისკვიტის 4 ფენა.

ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ შავი ქლიავის ჩირი, კურაგა და ქიშმიში. აურიეთ.

დაამატეთ წვრილად დაჭრილი მოხალული ნუში.

კრემისთვის აურიეთ არაჟანი შაქართან და ათქვიფეთ. შაქარი შეიძლება შეცვალოთ შაქრის პუდრით, არაჟანი კი ნაკლები აიღოთ. გაგრილებულ ფენებს წაუსვით კრემი და მოაყარეთ გატარებული ჩირი და ნუში. ასევე კრემი გადაუსვით გვერდებზეც. ბისკვიტის კრემით უკეთესი შეწოვისთვის, რამდენიმე საათით დადგით ცივ ადგილას.

გემრიელად მიირთვით!