ინგრედიენტები:
კარტოფილი - 100 გ
პომიდორი - 200 გ
სიმინდი (შეიძლება დაკონსერვებულიც) - 100 გ
წითელი ბულგარული წიწაკა - ½ ც.
მწვანე ბულგარული წიწაკა - ½ ც.
ზეითუნის ზეთი - 60 მლ
ნიორი 3 კბილი
მარილი - 1 ჩ.კ.
პილპილი - ¼ ჩ.კ.
ქათმის კვერცხი - 4 ც.
ოხრახუში - 20 გ
მომზადება:
კარტოფილი დაჭერით რგოლებად და ოდნავ მოშუშეთ ზეითუნის ზეთში.
ბულგარული წიწაკა დაჭერით და დაამატეთ კარტოფილს.
დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და სიმინდი.
ჯამში ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი დაჭრილ მწვანილთან და მარილთან ერთად. შემდეგ გადაიღეთ ტაფაში და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით ან შებრაწეთ ქურაზე დაბალ ცეცხლზე. მიირთვით ცხელ ან ცივ მდგომარეობაში.
გემრიელად მიირთვით!