Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=722 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/722 0 ტორტილია კარტოფილით - ესპანელების საყვარელი კერძი 2016-10-18 00:00:00 2016-10-18 00:00:00

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 100 გ

პომიდორი - 200 გ

სიმინდი (შეიძლება დაკონსერვებულიც) - 100 გ

წითელი ბულგარული წიწაკა - ½ ც.

მწვანე ბულგარული წიწაკა - ½ ც.

ზეითუნის ზეთი - 60 მლ

ნიორი 3 კბილი

მარილი - 1 ჩ.კ.

პილპილი - ¼ ჩ.კ.

ქათმის კვერცხი - 4 ც.

ოხრახუში - 20 გ

მომზადება:

კარტოფილი დაჭერით რგოლებად და ოდნავ მოშუშეთ ზეითუნის ზეთში.

ბულგარული წიწაკა დაჭერით და დაამატეთ კარტოფილს.

დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. 5 წუთის შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და სიმინდი.

ჯამში ჩანგლით ოდნავ ათქვიფეთ კვერცხი დაჭრილ მწვანილთან და მარილთან ერთად. შემდეგ გადაიღეთ ტაფაში და შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 2-3 წუთით ან შებრაწეთ ქურაზე დაბალ ცეცხლზე. მიირთვით ცხელ ან ცივ მდგომარეობაში.

გემრიელად მიირთვით!