რეცეპტები / გამორჩეული გემო / შებრაწული პომიდორი ხორცით
შებრაწული პომიდორი ხორცით

ინგრედიენტები:

პომიდორი - 6 ც.

საქონლის ფარში - 200 გ

ხახვი - ნახევარი თავი

ბრინჯი - 100 გ

ნიორი - 3 კბილი

ბეგქონდარა - 5 ღერო

ოხრახუში - 1 ღერო

მარილი, პილპილი - გემოვნებით

 

მომზადება:

პომიდვრებს მოაჭერით ზედა ნაწილი და პატარა კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული. ამოღებული რბილობი დაჭერით და დაამატეთ ფარშს. იქვე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი,  ბეგქონდარა, მარილი და პილპილი.

ბრინჯი მოხარშეთ და გადაურიეთ ფარშს. შემდეგ პატარა კოვზით პომიდვრები დატენეთ ფარშით. დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას, რომ არ დაიშალოს.  პომიდვრებს დააფარეთ მოჭრილი თავები, ძირში დაასხით ცოტაოდენი წყალი. შედგით გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა