Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=707 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/707 0 შებრაწული პომიდორი ხორცით 2016-10-11 00:00:00 2016-10-11 00:00:00

ინგრედიენტები:

პომიდორი - 6 ც.

საქონლის ფარში - 200 გ

ხახვი - ნახევარი თავი

ბრინჯი - 100 გ

ნიორი - 3 კბილი

ბეგქონდარა - 5 ღერო

ოხრახუში - 1 ღერო

მარილი, პილპილი - გემოვნებით

მომზადება:

პომიდვრებს მოაჭერით ზედა ნაწილი და პატარა კოვზის დახმარებით ამოიღეთ გული. ამოღებული რბილობი დაჭერით და დაამატეთ ფარშს. იქვე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ბეგქონდარა, მარილი და პილპილი.

ბრინჯი მოხარშეთ და გადაურიეთ ფარშს. შემდეგ პატარა კოვზით პომიდვრები დატენეთ ფარშით. დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას, რომ არ დაიშალოს. პომიდვრებს დააფარეთ მოჭრილი თავები, ძირში დაასხით ცოტაოდენი წყალი. შედგით გახურებულ ღუმელში და შებრაწეთ მზადყოფნამდე.

გემრიელად მიირთვით!