რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ნამცხვარი „ატამი“- დავიწყებული გემოს საიდუმლო
ნამცხვარი „ატამი“- დავიწყებული გემოს საიდუმლო

საჭირო მასალა:

ცომისთვის:

კვერცხი -5 ცალი

შაქარი - 0,5 კგ

მარგარინი - 0,5 კგ

ვანილი

მარილი

სოდა - 1ჩ/კ

მასალა გულისთვის:

ნიგოზი - 300 გ

ქიშმიში - 200გ

შაქარი - 200გ

მასალა კრემისთვის:

კვერცხის გული - 2 ცალი

რძე- 2ჩ/ჭიქა

შაქარი - 1,5 ჩ/ჭ

ფქვილი - 2ს/კ

მომზადება: 

კვერცხითა და შაქარით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ მარილი, ვანილი, სოდა, გამდნარი მარგარინი, ფქვილი და მოვზილოთ თხელი ცომი. გადმოვიღოთ ფიცარზე, დავყოთ პატარა გუნდებად და გამოვაცხოთ. შემდეგ თითოეული ამოვღრუტნოთ, შევავსოთ გულით წავუსვათ კრემი  და შევაერთოთ ორ-ორი ერთად. წავუსვათ ფერი და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. ატმის იმიტაციისთვის შეგიძლიათ პიტნის ფოთლები გამოიყენოთ.

კრემის მომზადება:

კვერცხის გულებისა და შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 1 ჩ/ჭ რძე და ფქვილი. გავაცხელოთ დარჩენილი 1 ჩ/ჭ რძე, ჩავუშვათ გამზადებული ნარევი და ვხარშოთ მანამ, სანამ ფქვილის სუნი არ გაქრება.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა