საჭირო მასალა:
ცომისთვის:
კვერცხი -5 ცალი
შაქარი - 0,5 კგ
მარგარინი - 0,5 კგ
ვანილი
მარილი
სოდა - 1ჩ/კ
მასალა გულისთვის:
ნიგოზი - 300 გ
ქიშმიში - 200გ
შაქარი - 200გ
მასალა კრემისთვის:
კვერცხის გული - 2 ცალი
რძე- 2ჩ/ჭიქა
შაქარი - 1,5 ჩ/ჭ
ფქვილი - 2ს/კ
მომზადება:
კვერცხითა და შაქარით გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ მარილი, ვანილი, სოდა, გამდნარი მარგარინი, ფქვილი და მოვზილოთ თხელი ცომი. გადმოვიღოთ ფიცარზე, დავყოთ პატარა გუნდებად და გამოვაცხოთ. შემდეგ თითოეული ამოვღრუტნოთ, შევავსოთ გულით წავუსვათ კრემი და შევაერთოთ ორ-ორი ერთად. წავუსვათ ფერი და მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი. ატმის იმიტაციისთვის შეგიძლიათ პიტნის ფოთლები გამოიყენოთ.
კრემის მომზადება:
კვერცხის გულებისა და შაქრის ფხვნილისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავამატოთ 1 ჩ/ჭ რძე და ფქვილი. გავაცხელოთ დარჩენილი 1 ჩ/ჭ რძე, ჩავუშვათ გამზადებული ნარევი და ვხარშოთ მანამ, სანამ ფქვილის სუნი არ გაქრება.