ინგრედიენტები:
ღორის ხორცი - 600-700 გრ
კვერცხი - 1 ც.
რძე
მარილი
პილპილი
შაქარი
ფქვილი
მომზადება:
ღორის ხორცი დაჭერით ნაჭრებად და კარგად დაბეგვეთ.
აურიეთ 1-1 ჩ.კ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში: შაქარი, მარილი, პილპილი და წაუსვით მიღებული ნარევი ხორცს.
დააწყეთ ხორცი ღრმა თეფშზე, დაასხით რძე და დატოვეთ 3 საათით.
შემდეგ აიღეთ ხორცი და ამოავლეთ ჯერ ფქვილში, მერე კვერცხში.
შეწვით ტაფაზე მცენარეულ ზეთში.
გემრიელად მიირთვით!