
ინგრედიენტები:
ფქვილი - 2 ჭიქა (500 გ)
კარაქი - 120 გ
კვერცხი - 2 ც.
კვერცხის გული - 1 ც.
მწიკვი მარილი
ჯემი
მომზადება:
რბილ კარაქს დააყარეთ მარილი, დაამატეთ 2 კვერცხი (ოთახის ტემპერატურის) და თანდათან დაამატეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი. ცომი გაახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით. აიღეთ ცომის ნაჭერი და თხლად გააბრტყელეთ (2-3 სმ) და მრგვალი ფორმის დახმარებით გამოჭერით ნამცხვრები. თითოეულს შუაში დაუდეთ 1 ჩ.კ. ჯემი, 1 სმ-ით არ მისული ნაპირებამდე. ზემოდან დაადეთ მეორე ნახევარი და ოდნავ მოუჭირეთ. ნაპირები საგულდაგულოდ მოუჭირეთ თითებით და გადაატარეთ ჩანგლის კბილანები. ზემოდან წაუსვით კვერცხის გული. გამოაცხეთ 180 გრადუსამდე წინასწარ გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 12-15 წუთი, სანამ არ დაიბრაწება.