რეცეპტები / წვნიანები / სოკოს გუფთები - დაარღვიეთ ერთფეროვნება
სოკოს გუფთები - დაარღვიეთ ერთფეროვნება

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 5 ც.

ქამა სოკო - 500 გ

ფქვილი - 5 ს.კ.

მცენარეული ზეთი - 2-3 ს.კ.

კამა - 1 კონა

მარილი - 0,5-1 ჩ.კ.

 

მომზადება:

კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. გაფცქვენით. სოკო დაჭერით და მოშუშეთ ტაფაში 2 ს.კ. ზეთში საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კამა წვრილად დაჭერით.                                                                    

სოკო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ კარტოფილი და დაჭყლიტეთ. დაამატეთ დაჭრილი კამა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე. დესერტის კოვზითა და სველი ხელებით  გააკეთეთ ბურთულები. ბურთულები მოხარშეთ მდუღარე წყალში დაახლოებით 10 წუთი. როცა ისინი ამოიწევიან ზედაპირზე, ამოიღეთ.                                                                                               

სოკოს გუფთები მიიტანეთ სუფრასთან ბოსტნეულთან და სოუსთან ერთად. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა