ინგრედიენტები:
კარტოფილი - 5 ც.
ქამა სოკო - 500 გ
ფქვილი - 5 ს.კ.
მცენარეული ზეთი - 2-3 ს.კ.
კამა - 1 კონა
მარილი - 0,5-1 ჩ.კ.
მომზადება:
კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. გაფცქვენით. სოკო დაჭერით და მოშუშეთ ტაფაში 2 ს.კ. ზეთში საშუალო ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. კამა წვრილად დაჭერით.
სოკო გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაამატეთ კარტოფილი და დაჭყლიტეთ. დაამატეთ დაჭრილი კამა. შემდეგ დაამატეთ ფქვილი და კარგად აურიეთ ერთგვაროვნამდე. დესერტის კოვზითა და სველი ხელებით გააკეთეთ ბურთულები. ბურთულები მოხარშეთ მდუღარე წყალში დაახლოებით 10 წუთი. როცა ისინი ამოიწევიან ზედაპირზე, ამოიღეთ.
სოკოს გუფთები მიიტანეთ სუფრასთან ბოსტნეულთან და სოუსთან ერთად.