რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / ჯადოსნური გემო - ნაღებისა და კუნჟუტის ტკბილეული
ჯადოსნური გემო - ნაღებისა და კუნჟუტის ტკბილეული

ინგრედიენტები:

კუნჟუტი - 100 გ

კარაქი - 200 გ

მშრალი რძე - 100 გ

შაქრის პუდრი - 75 გ

 

მომზადება:

კარაქი გაადნეთ სქელძირიან ტაფაში. დაამატეთ კუნჟუტი და საშუალო ცეცხლზე მოხალეთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიწვას. გადმოდგით ნარევი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. დაამატეთ მშრალი რძე და შაქრის პუდრი. კარგად აურიეთ და გაანაწილეთ ფორმებში. შედგით საყინულეში 1 საათით. ფორმებად შეიძლება გამოიყენოთ წინასწარ გარეცხილი კვერცხის კონტეინერი ან ბანბანერკის ფორმა. გემრიელად მიირთვით!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა