ინგრედიენტები:
კუნჟუტი - 100 გ
კარაქი - 200 გ
მშრალი რძე - 100 გ
შაქრის პუდრი - 75 გ
მომზადება:
კარაქი გაადნეთ სქელძირიან ტაფაში. დაამატეთ კუნჟუტი და საშუალო ცეცხლზე მოხალეთ, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. მუდმივად ურიეთ, რომ არ მიიწვას. გადმოდგით ნარევი და გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. დაამატეთ მშრალი რძე და შაქრის პუდრი. კარგად აურიეთ და გაანაწილეთ ფორმებში. შედგით საყინულეში 1 საათით. ფორმებად შეიძლება გამოიყენოთ წინასწარ გარეცხილი კვერცხის კონტეინერი ან ბანბანერკის ფორმა. გემრიელად მიირთვით!