რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / კლასიკური ფრანგული ნაპოლეონი- ხრაშუნა და გემრიელი
კლასიკური ფრანგული ნაპოლეონი- ხრაშუნა და გემრიელი

საჭირო მასალა:

კარაქი- 500გ

ფქვილი-4 ჭიქა

მარილი- 1 ჩ/კ

ცივი წყალი-1 ჭიქა

შაქრის პუდრა- გემოვნებით

მომზადება:

ფქვილი და მარილი ჩავყაროთ ჯამში. დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 2 სუფრს კოვზი კარაქი და კარგად ავურიოთ. დავასხათ წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფქვილმოყრილ ფიცარზე ან მაგიდაზე ცომი კარგად გავაბრტყელოთ, დავახეხოთ გაყინული კარაქი, დავკეცოთ კონვერტივით და შევდოთ მაცივარში 1 საათი.

ცომი გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ ლითონის ფირფიტის ზომაზე, ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ და შევდგათ წინასწარ 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს 190 გრადუსამდე და გავაჩეროთ ნახევარი საათი. გამზადებული ფენები გავაციოთ და წავუსვათ მოხარშული კრემი.

კრემის მომზადება:

ნახევარ ჭიქა ფქვილს, მესამე ჭიქა შაქარს, 1 ს.კ სახამებელს დავუმატოთ  6კვერცხის გათქვეფილი გული და კარგად მოვურიოთ. დავამატო 5 ჭიქა ცხელი რძე, დავდგათ ქურაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. 

როცა გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი. შესაძლებელია 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღების დამატებაც. გამზადებულ ნაპოლეონს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა