საჭირო მასალა:
კარაქი- 500გ
ფქვილი-4 ჭიქა
მარილი- 1 ჩ/კ
ცივი წყალი-1 ჭიქა
შაქრის პუდრა- გემოვნებით
მომზადება:
ფქვილი და მარილი ჩავყაროთ ჯამში. დავუმატოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული 2 სუფრს კოვზი კარაქი და კარგად ავურიოთ. დავასხათ წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ფქვილმოყრილ ფიცარზე ან მაგიდაზე ცომი კარგად გავაბრტყელოთ, დავახეხოთ გაყინული კარაქი, დავკეცოთ კონვერტივით და შევდოთ მაცივარში 1 საათი.
ცომი გავყოთ სამ ნაწილად. გავაბრტყელოთ ლითონის ფირფიტის ზომაზე, ალაგ-ალაგ დავჩხვლიტოთ და შევდგათ წინასწარ 230 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთი, შემდეგ დავუწიოთ ცეცხლს 190 გრადუსამდე და გავაჩეროთ ნახევარი საათი. გამზადებული ფენები გავაციოთ და წავუსვათ მოხარშული კრემი.
კრემის მომზადება:
ნახევარ ჭიქა ფქვილს, მესამე ჭიქა შაქარს, 1 ს.კ სახამებელს დავუმატოთ 6კვერცხის გათქვეფილი გული და კარგად მოვურიოთ. დავამატო 5 ჭიქა ცხელი რძე, დავდგათ ქურაზე და განუწყვეტლივ ვურიოთ, სანამ არ გასქელდება.
როცა გაცივდება, შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი. შესაძლებელია 1 ჭიქა გათქვეფილი ნაღების დამატებაც. გამზადებულ ნაპოლეონს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.