რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / კრეოლური შოკოლადი
კრეოლური შოკოლადი

ინგრედიენტები:

სახამებელი - 1 ს.კ.

რძე - 1 ლ

დაფქული დარიჩინი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 6 ს.კ.

მუსკატის კაკალი

კაკაოს ფხვნილი - 4 ს.კ.

ოდნავ მოხალული და დაქუცმაცებული ნუში - 150 გ

კვერცხი - 1 ც.

 

 მომზადება:

1.     ჯამში აურიეთ ერთმანეთში კაკაო, შაქარი, სახამებელი და კვერცხი. დაამატეთ 2-3 ს.კ. რძე და კარგად აურიეთ.

2.     დარჩენილი რძე მიიყვანეთ დუღილამდე (არ აადუღოთ). დაამატეთ შოკოლადის ნარევი, აურიეთ და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში.

3.     სასმელში დაამატეთ დარიჩინი, ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და დაქუცმაცებული ნუში. აურიეთ და გაანაწილეთ ჭიქებში. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა