Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-17 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=613 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/613 0 კრეოლური შოკოლადი 2016-08-27 00:00:00 2016-08-27 00:00:00

ინგრედიენტები:

სახამებელი - 1 ს.კ.

რძე - 1 ლ

დაფქული დარიჩინი - 0,5 ჩ.კ.

შაქარი - 6 ს.კ.

მუსკატის კაკალი

კაკაოს ფხვნილი - 4 ს.კ.

ოდნავ მოხალული და დაქუცმაცებული ნუში - 150 გ

კვერცხი - 1 ც.

მომზადება:

1. ჯამში აურიეთ ერთმანეთში კაკაო, შაქარი, სახამებელი და კვერცხი. დაამატეთ 2-3 ს.კ. რძე და კარგად აურიეთ.

2. დარჩენილი რძე მიიყვანეთ დუღილამდე (არ აადუღოთ). დაამატეთ შოკოლადის ნარევი, აურიეთ და ამზადეთ დაბალ ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში.

3. სასმელში დაამატეთ დარიჩინი, ცოტაოდენი მუსკატის კაკალი და დაქუცმაცებული ნუში. აურიეთ და გაანაწილეთ ჭიქებში.