რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / შოპური სალათი ბულგარეთიდან
შოპური სალათი ბულგარეთიდან

ინგრედიენტები:

კიტრი - 100 გ

ძმარი - გემოვნებით

ყველი ბრინზა - 50 გ

ზეითუნის ზეთი

ხახვი - 50 გ

ოხრახუში - 1 კონა

ბულგარული წიწაკა - 50 გ

პომიდორი - 100 გ

მცენარეული ზეთი

 

მომზადება:

ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და გააშრეთ. სქელი ტეფალის ტაფა დადგით ძლიერ ცეცხლზე, დაასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, დააწყეთ  მთელ-მთელი ბულგარული წიწაკა, დაახურეთ თავსახური და კარგად შებრაწეთ ორივე მხრიდან. შემდეგ გადაიღეთ წიწაკები პოლიეთილენის პარკში და მჭიდროდ შეკარით. დატოვეთ მასე 3-5 წუთით, შემდეგ მოაცილეთ კანი და თესლი და დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად.

დანარჩენი ბოსტნეულიც იგივენაირად დაჭერით. ოხრახუში დაჭერით წვრილად, ყველი გახეხეთ.

დაჭრილი ბოსტნეული გადაიღეთ სასალათეში და აურიეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და გემოვნებით ძმარი. გაანაწილეთ სალათი თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა