Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=610 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/610 0 შოპური სალათი ბულგარეთიდან 2016-08-25 00:00:00 2016-08-25 00:00:00

ინგრედიენტები:

კიტრი - 100 გ

ძმარი - გემოვნებით

ყველი ბრინზა - 50 გ

ზეითუნის ზეთი

ხახვი - 50 გ

ოხრახუში - 1 კონა

ბულგარული წიწაკა - 50 გ

პომიდორი - 100 გ

მცენარეული ზეთი

მომზადება:

ბულგარული წიწაკა გარეცხეთ და გააშრეთ. სქელი ტეფალის ტაფა დადგით ძლიერ ცეცხლზე, დაასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, დააწყეთ მთელ-მთელი ბულგარული წიწაკა, დაახურეთ თავსახური და კარგად შებრაწეთ ორივე მხრიდან. შემდეგ გადაიღეთ წიწაკები პოლიეთილენის პარკში და მჭიდროდ შეკარით. დატოვეთ მასე 3-5 წუთით, შემდეგ მოაცილეთ კანი და თესლი და დაჭერით პატარა ოთხკუთხედებად.

დანარჩენი ბოსტნეულიც იგივენაირად დაჭერით. ოხრახუში დაჭერით წვრილად, ყველი გახეხეთ.

დაჭრილი ბოსტნეული გადაიღეთ სასალათეში და აურიეთ, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და გემოვნებით ძმარი. გაანაწილეთ სალათი თეფშებზე და მოაყარეთ გახეხილი ყველი.