რეცეპტები / გამორჩეული გემო / გუაკამოლე
გუაკამოლე

ინგრედიენტები:

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

დაჭრილი ქინძი - 1 ს,კ,

ხახვი - 0,5 თავი

წითელი მწარე წიწაკა - 1 ც.

ავოკადო - 2 ც.

პომიდორი - 1 ც.

 

მომზადება:

1.  ავოკადო გაჭერით შუაზე. გამოაცალეთ კურკები. რბილობი ამოიღეთ და დაჭყლიტეთ ჩანგლით. მოასხით ლიმონის წვენი.

2. წიწაკა გაჭერით გრძლივ და გაანთავისუფლეთ თესლისგან. გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით.

3. გადაურიეთ ავოკადოს რბილობი წიწაკას, ხახვსა და ქინძს. დააყარეთ მარილი. პომიდორი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაამატეთ გუაკამოლეში, კარგად აურიეთ. თუ სოუსს წინასწარ ამზადებთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში. 



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა