Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=600 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/600 0 გუაკამოლე 2016-08-20 00:00:00 2016-08-20 00:00:00

ინგრედიენტები:

ლიმონის წვენი - 2 ს.კ.

მარილი - 0,5 ჩ.კ.

დაჭრილი ქინძი - 1 ს,კ,

ხახვი - 0,5 თავი

წითელი მწარე წიწაკა - 1 ც.

ავოკადო - 2 ც.

პომიდორი - 1 ც.

მომზადება:

1. ავოკადო გაჭერით შუაზე. გამოაცალეთ კურკები. რბილობი ამოიღეთ და დაჭყლიტეთ ჩანგლით. მოასხით ლიმონის წვენი.

2. წიწაკა გაჭერით გრძლივ და გაანთავისუფლეთ თესლისგან. გარეცხეთ, გააშრეთ და წვრილად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით.

3. გადაურიეთ ავოკადოს რბილობი წიწაკას, ხახვსა და ქინძს. დააყარეთ მარილი. პომიდორი გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაამატეთ გუაკამოლეში, კარგად აურიეთ. თუ სოუსს წინასწარ ამზადებთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით მაცივარში.