რეცეპტები / დესერტები - ტკბილეული / სპარსული ფლავი ჩირით
სპარსული ფლავი ჩირით

ინგრედიენტები:

ბრინჯი ბასმათი - 1 ჭიქა

ბოსტნეულის ბულიონი - 400 გ

კურაგა - 100 გ

ქიშმიში - 50 გ

ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული - 50 გ

ხახვი - 1 ც.

დაფქული კურკუმა - 0,25 ჩ.კ.

მწიკვი დაფქული დარიჩინი

ფორთოხლის გახეხილი ცედრა - 1 ჩ.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

მწიკვი მარილი

 

მომზადება:

1. ბრინჯი დაალბეთ ცივ წყალში 1 საათით. კურაგა და ქიშმიში ჩადეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით, შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე და გააშრეთ. ნიგოზი ან თხილი მუდმივი მორევით მოხალეთ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ცხელ ზეთში 4 წუთის განმავლობაში.

2. ბრინჯი გადაიღეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და კარგად დაფერთხეთ. დაამატეთ მოშუშულ ხახვს და მოშუშეთ კიდევ 1 წუთი. დაამატეთ ბულიონი და 50 მლ წყალი, კურაგა და ქიშმიში. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ კურკუმა, დარიჩინი და მარილი, ხარშეთ თავსახურის ქვეშ 20 წუთი.

3. გადმოდგით ფლავი ცეცხლიდან, დატოვეთ თავსახურის ქვეშ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული და ფორთოხლის ცედრა, ფრთხილად აურიეთ და გაანაწილეთ თეფშებზე.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა