Gurmania.ge Gurmania.ge 2026-02-27 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=594 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/594 0 სპარსული ფლავი ჩირით 2016-08-18 00:00:00 2016-08-18 00:00:00

ინგრედიენტები:

ბრინჯი ბასმათი - 1 ჭიქა

ბოსტნეულის ბულიონი - 400 გ

კურაგა - 100 გ

ქიშმიში - 50 გ

ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული - 50 გ

ხახვი - 1 ც.

დაფქული კურკუმა - 0,25 ჩ.კ.

მწიკვი დაფქული დარიჩინი

ფორთოხლის გახეხილი ცედრა - 1 ჩ.კ.

კარაქი - 1 ს.კ.

მწიკვი მარილი

მომზადება:

1. ბრინჯი დაალბეთ ცივ წყალში 1 საათით. კურაგა და ქიშმიში ჩადეთ ადუღებულ წყალში 10 წუთით, შემდეგ გადაიღეთ თუშფალანგზე და გააშრეთ. ნიგოზი ან თხილი მუდმივი მორევით მოხალეთ ტაფაზე 5 წუთის განმავლობაში. ხახვი წვრილად დაჭერით და მოშუშეთ ცხელ ზეთში 4 წუთის განმავლობაში.

2. ბრინჯი გადაიღეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და კარგად დაფერთხეთ. დაამატეთ მოშუშულ ხახვს და მოშუშეთ კიდევ 1 წუთი. დაამატეთ ბულიონი და 50 მლ წყალი, კურაგა და ქიშმიში. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ კურკუმა, დარიჩინი და მარილი, ხარშეთ თავსახურის ქვეშ 20 წუთი.

3. გადმოდგით ფლავი ცეცხლიდან, დატოვეთ თავსახურის ქვეშ 5 წუთი. შემდეგ დაამატეთ ნიგოზი ან ნებისმიერი თხილეული და ფორთოხლის ცედრა, ფრთხილად აურიეთ და გაანაწილეთ თეფშებზე.