რეცეპტები / ევროპული სამზარეულო / შაკშუკა ტკბილი წიწაკით და ბრინზით
შაკშუკა ტკბილი წიწაკით და ბრინზით

ინგრედიენტები:

ბულგარული წიწაკა - 2 ც.

ხახვი - 2 ც.

პომიდორი - 3 ც.

ნიორი - 3 კბილი

კვერცხი - 4 ც.

ყველი ბრინზა - 200 გ

ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ.

მარილი, პილპილი

 

მომზადება:

1. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად, ბულგარული წიწაკა - პატარა ოთხკუთხედებად, პომიდორი - ნაჭრებად, ნიორი წვრილად დაჭერით. ბრინზა დაჭერით თხელ პირფიტებად.

2. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ხახვი და წიწაკა. დაამატეთ პომიდორი, ნიორი, მარილი, პილპილი და ისევ მოშუშეთ 5 წუთი. დროდადრო მოურიეთ. ხის ნიჩბით გადაასწორეთ ზედაპირი და 4 ადგილას გააკეთეთ ჩაღრმავებები. თითოეულში დაასხით თითო კვერცხი.

3. კვერცხებს შორის დააწყეთ ბრინზის ნაჭრები. დააფარეთ ტაფას თავსახური და მოშუშეთ 12 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა