ინგრედიენტები:
ბულგარული წიწაკა - 2 ც.
ხახვი - 2 ც.
პომიდორი - 3 ც.
ნიორი - 3 კბილი
კვერცხი - 4 ც.
ყველი ბრინზა - 200 გ
ზეითუნის ზეთი - 5 ს.კ.
მარილი, პილპილი
მომზადება:
1. ხახვი დაჭერით თხელ ნახევარ რგოლებად, ბულგარული წიწაკა - პატარა ოთხკუთხედებად, პომიდორი - ნაჭრებად, ნიორი წვრილად დაჭერით. ბრინზა დაჭერით თხელ პირფიტებად.
2. ტაფაში გააცხელეთ ზეთი და 5 წუთის განმავლობაში მოშუშეთ ხახვი და წიწაკა. დაამატეთ პომიდორი, ნიორი, მარილი, პილპილი და ისევ მოშუშეთ 5 წუთი. დროდადრო მოურიეთ. ხის ნიჩბით გადაასწორეთ ზედაპირი და 4 ადგილას გააკეთეთ ჩაღრმავებები. თითოეულში დაასხით თითო კვერცხი.
3. კვერცხებს შორის დააწყეთ ბრინზის ნაჭრები. დააფარეთ ტაფას თავსახური და მოშუშეთ 12 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელ მდგომარეობაში.