რეცეპტები / ცომეული / ლაზანია თხელი ლავაშისგან
ლაზანია თხელი ლავაშისგან

ინგრედიენტები:

ფარში - 700 გ

ხახვი - 1 ც.

სტაფილო - 1 ც.

კარაქი - 50 გ

ფქვილი - 1 სავსე ს.კ.

რძე - 200 მლ

ყველი - 100 გ

მცენარეული ზეთი ფარშის მოსაშუშათ

მარილი და პილპილი - გემოვნებით

თხელი ლავაში - 1 შეკვრა

 

მომზადება:

1. დადეთ ფარში მაგრად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და დაიწყეთ შეწვა, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი. შეწვით ნახევრად მზადყოფნამდე.

2. გააკეთეთ სოუსი ბეშამელი: ცალკე ტაფაში მოხალეთ კარაქი და ფქვილი, წვრილი ნაკადით დაამატეთ რძე და უყავით მარილი. მუდმივი მორევით მიიყვანეთ გასქელებამდე და გადმოდგით.

3. ლავაში გაჭერით გამოსაცხობი ფორმის ზომის 5 თანაბარ ნაწილად. ფორმის ძირში დაასხით ცოტაოდენი სოუსი და თანაბრად გაანაწილეთ, დაადეთ ლავაშის ფენა და ფარშის ¼, შემდეგ ისევ ლავაში... და ასე, სანამ არ დამთავრდება ფარში. ბოლო ფენა უნდა იყოს ლავაში. მოასხით სოუსი, მეტი ყურადღება მიაქციეთ ნაპირებს, და მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა