ინგრედიენტები:
ფარში - 700 გ
ხახვი - 1 ც.
სტაფილო - 1 ც.
კარაქი - 50 გ
ფქვილი - 1 სავსე ს.კ.
რძე - 200 მლ
ყველი - 100 გ
მცენარეული ზეთი ფარშის მოსაშუშათ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
თხელი ლავაში - 1 შეკვრა
მომზადება:
1. დადეთ ფარში მაგრად გაცხელებულ ზეთიან ტაფაზე და დაიწყეთ შეწვა, დაამატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი. შეწვით ნახევრად მზადყოფნამდე.
2. გააკეთეთ სოუსი ბეშამელი: ცალკე ტაფაში მოხალეთ კარაქი და ფქვილი, წვრილი ნაკადით დაამატეთ რძე და უყავით მარილი. მუდმივი მორევით მიიყვანეთ გასქელებამდე და გადმოდგით.
3. ლავაში გაჭერით გამოსაცხობი ფორმის ზომის 5 თანაბარ ნაწილად. ფორმის ძირში დაასხით ცოტაოდენი სოუსი და თანაბრად გაანაწილეთ, დაადეთ ლავაშის ფენა და ფარშის ¼, შემდეგ ისევ ლავაში... და ასე, სანამ არ დამთავრდება ფარში. ბოლო ფენა უნდა იყოს ლავაში. მოასხით სოუსი, მეტი ყურადღება მიაქციეთ ნაპირებს, და მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 25-30 წუთით.