რეცეპტები / აზიური სამზარეულო / იაპონური ჰოტო კეეკი - ძალიან გემრიელი ფუმფულა ბლინები
იაპონური ჰოტო კეეკი - ძალიან გემრიელი ფუმფულა ბლინები

ინგრედიენტები:

ფქვილი - 120 გ

რძე - 120 მლ

შაქარი - 2 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

კვერცხი - 1 ც.

ხილის სიროფი ან მურაბის წვენი

 

მომზადება:

ცომისთვის: კვერცხი ათქვიფეთ რძესა და შაქართან ერთად. დაამატეთ სოდა და ფქვილი და კარგად აურიეთ.

დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ ტეფალის ტაფა. შემდეგ 2-3 წამით დადგით ის სველ პირსახოცზე, რომ ოდნავ გაცივდეს. ტაფაზე დაასხით დაახლოებით 1 ჩამჩა ცომი. როგორც კი დაინახავთ ბუშტებს, ეგრევე გადააბრუნეთ მეორე გვერდზე, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ კიდევ ერთი წუთით.

მოასხით სიროფი და მიირთვით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა