Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=572 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/572 0 იაპონური ჰოტო კეეკი - ძალიან გემრიელი ფუმფულა ბლინები 2016-08-05 00:00:00 2016-08-05 00:00:00

ინგრედიენტები:

ფქვილი - 120 გ

რძე - 120 მლ

შაქარი - 2 ს.კ.

სოდა - 1 ჩ.კ.

კვერცხი - 1 ც.

ხილის სიროფი ან მურაბის წვენი

მომზადება:

ცომისთვის: კვერცხი ათქვიფეთ რძესა და შაქართან ერთად. დაამატეთ სოდა და ფქვილი და კარგად აურიეთ.

დაბალ ცეცხლზე გააცხელეთ ტეფალის ტაფა. შემდეგ 2-3 წამით დადგით ის სველ პირსახოცზე, რომ ოდნავ გაცივდეს. ტაფაზე დაასხით დაახლოებით 1 ჩამჩა ცომი. როგორც კი დაინახავთ ბუშტებს, ეგრევე გადააბრუნეთ მეორე გვერდზე, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ კიდევ ერთი წუთით.

მოასხით სიროფი და მიირთვით.