რეცეპტები / ქართული სამზარეულო / ქოთანში ამოლესილი წითელი ლობიო
ქოთანში ამოლესილი წითელი ლობიო

საჭირო მასალა:

ლობიო- 500 გრ

ხახვი- 1 თავი

ქინძი, ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, კამა - ორ-ორი ღერი

ნიორი- 4 კბ

ქინძისა და ოხრახუშის ძირები- 2-3 ღერი

 მომზადება:

წითელი ლობიო გაარჩიეთ და და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოხარშეთ. თუ წყალი დააკლდა, დაუმატეთ ადუღებული. ჩაახარშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და  ძაფით შეკრული ქინძისა და ნიახურის ძირები.

როცა ლობიო მოიხარშება, მწვანილის ძირები ამოიღეთ, ხოლო კერძს დაამატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, კამა, რეჰანი და კარგად ამოლესეთ. შეაზავეთ მარილითა და ძმრით.



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა