Gurmania.ge Gurmania.ge 2025-10-14 http://www.gurmania.ge/rss.php?pid=56 http://www.creativecommons.org/licenses/by-sa/3.0/rdf http://www.gurmania.ge/geo/main/index/56 0 ქოთანში ამოლესილი წითელი ლობიო 2016-01-04 00:00:00 2016-01-04 00:00:00

საჭირო მასალა:

ლობიო- 500 გრ

ხახვი- 1 თავი

ქინძი, ქონდარი, ოხრახუში, რეჰანი, კამა - ორ-ორი ღერი

ნიორი- 4 კბ

ქინძისა და ოხრახუშის ძირები- 2-3 ღერი

მომზადება:

წითელი ლობიო გაარჩიეთ და და ჩაყარეთ ქვაბში. დაასხით იმდენი წყალი, რომ კარგად დაიფაროს და მოხარშეთ. თუ წყალი დააკლდა, დაუმატეთ ადუღებული. ჩაახარშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ძაფით შეკრული ქინძისა და ნიახურის ძირები.

როცა ლობიო მოიხარშება, მწვანილის ძირები ამოიღეთ, ხოლო კერძს დაამატეთ დანაყილი ნიორი, წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, ქონდარი, კამა, რეჰანი და კარგად ამოლესეთ. შეაზავეთ მარილითა და ძმრით.