ინგრედიენტები:
ბროწეული - 2 ც.
მშრალი წითელი ღვინო - 2/3 ჭიქა
ხახვი - 3-4 ც.
ხორცი - 4 კგ
მარილი - გემოვნებით
მომზადება:
ბროწეული, ღვინო და ხახვი აურიეთ ერთმანეთში - ამ მოცულობას იყენებთ 4 კგ ხორცისთვის. მარილს მაშინვე არ ამატებთ, ვინაიდან ხორცი გაუშვებს წვენს, წვენი კი უნდა შეუნარჩუნოთ. დატოვეთ 10-12 საათით. შეწვამდე დაახლოებით 2 საათით ადრე დაამატეთ მარილი და კარგად აურიეთ.
და კიდევ ერთი „საიდუმლო“: როცა დაიწყებთ ხორცის შეწვას, ჯერ შამფური ხორცით რამდენიმე წამით დაიჭირეთ ღია ცეცხლზე. ხორცი მომენტალურად იფარება ქერქით და წვენი შიგნით რჩება. შემდეგ კი ჩვეულებრივად შეწვით მწვადი.