რეცეპტები / გამორჩეული გემო / ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე
ხრაშუნა კარტოფილი ფრი ზეთის გარეშე

ინგრედიენტები:

კარტოფილი - 5-7 ც.

კვერცხის ცილა - 2 ც.

შავი პილპილი - გემოვნებით

დაფქული წითელი წიწაკა - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

 

მომზადება:

1.     დაჭერით გაფცქვნილი კარტოფილი 1 სმ სისქის ჩხირებად.

2.     ათქვიფეთ ცილა მსუბუქი ქაფის მიღებამდე. დააყარეთ პილპილი, მარილი და წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ.

3.     კარტოფილი გადაიღეთ ჯამში და მოასხით მომზადებული ცილა.

4.     გააცხელეთ ღუმელი 200-220 გრადუსამდე. ღუმელის ტაფას გადააფარეთ საცხობი ქაღალდი და ერთ ფენად დააწყეთ კარტოფილი. ამზადეთ 7-10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოაცილეთ ქაღალდი და გააგრძელეთ კარტოფილის შებრაწვა, სანამ არ გახდება ოქროსფერი.

5.     კარტოფილი მზადაა!



Print

კომენტარები


პრაქტიკული რჩევები
იმისათვის რომ მომზადებული დესერტი კარგად გამოეყოს ფორმებს, ნახევარი წუთით ჩადგით ცხელ წყალში
ჯანმრთელი კვება
იდეალურია უამრავი დაავადებისგან თავის დასაცავად
სასარგებლო რჩევები დაგეხმარებათ ცხოვრების ჯანსაღი წესის გამომუშავებაში
საინტერესო ამბები კულინარიიდან
სანამ ქვეყანა გაქრისტიანდებოდა არსებობდა წარმართული კულტი 
ეს ნუგბარი შეიცავს მიკროელემენტებს
სოუსი მეთვრამეტე საუკუნეში ნამდვილ გურმანთა ქვეყანაში - საფრანგეთში გაჩნდა